დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ აცხადებს ვაკანსიას „საცალო გაყიდვების მენეჯერი (ქუთაისი)“-ს პოზიციაზე.
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.
სამუშაო პირობები:
* სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წმინდა ნინოს ქ. 1/38; * სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 სამუშაო საათი ** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (500-800 ლარი) + ყოველთვიური ბონუსი;
თუ:
* ხარ გაბედული, აქტიური, კომუნიკაბელური და ინიციატივიანი * გიყვარს გამოწვევებთან გამკლავება * გაქვს მაღალი თვითმოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი * და გაინტერესებს გაყიდვები
მაშინ ჩვენ გთავაზობთ:
* სწრაფად დაწინაურების შესაძლებლობას; * მზარდ ანაზღაურებას და საბონუსე სქემას; * შესაძლებლობას დაეუფლო გაყიდვების ტექნიკებს და გახდე პროფესიონალი; * მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; * ძლიერ და გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
* პოტენციური მომხმარებლების მოძიება; * სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა; * გაყიდვის პროცესის ადმინისტრირება; * გაყიდვების შემდგომი მომსახურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება; * სასურველია გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; * საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
თუ ხარ მზად ახალი გამოწვევისათვის მაშინ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@irao.ge (სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი); ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career;