საცალო გაყიდვების მენეჯერი (ბათუმი)

საცალო გაყიდვების მენეჯერი (ბათუმი)
phone-red +995 (32) 2 949 949

დააზღვიე ერთგული მეგობარი 

თვეში 30 ლარად და გათავისუფლდი მოულოდნელობებისგან

ჩვენთან ერთად შინაური ცხოველის მოვლა უფრო მარტივია

შეიძინე ონლაინ

დააზღვიე ავტო პასუხისმგებლობა

თვეში 5 ლარიდან

იყავი დაცული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან

შეიძინე ონლაინ

დააზღვიე სახლი

თვეში 8 ლარად

იგრძენი თავი უსაფრთხოდ იქ, სადაც ყველაზე მეტად გჭირდება კომფორტი

შეიძინე ონლაინ

სამოგზაურო დაზღვევა

დღეში 0.50 ლარიდან

შენი მშვიდი მოგზაურობისთვის 

შეიძინე ონლაინ

კარიერა

down-arrow

საცალო გაყიდვების მენეჯერი (ბათუმი)

გამოქვეყნდა: 22აგვისტო

ბოლო ვადა: 22სექტემბერი

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ აცხადებს ვაკანსიას „საცალო გაყიდვების მენეჯერი (ბათუმი)“-ს პოზიციაზე.


სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

* სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილების ქუჩა N31
* სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 სამუშაო საათი
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (500-800 ლარი) + ყოველთვიური ბონუსი;

თუ:

* ხარ გაბედული, აქტიური, კომუნიკაბელური და ინიციატივიანი
* გიყვარს გამოწვევებთან გამკლავება
* გაქვს მაღალი თვითმოტივაცია და წარმატების მიღწევის სურვილი
* და გაინტერესებს გაყიდვები

მაშინ ჩვენ გთავაზობთ:

* სწრაფად დაწინაურების შესაძლებლობას;
* მზარდ ანაზღაურებას და საბონუსე სქემას;
* შესაძლებლობას დაეუფლო გაყიდვების ტექნიკებს და გახდე პროფესიონალი;
* მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
* ძლიერ და გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

* პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
* სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა;
* გაყიდვის პროცესის ადმინისტრირება;
* გაყიდვების შემდგომი მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება;
* სასურველია გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
* საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

თუ ხარ მზად ახალი გამოწვევისათვის მაშინ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@irao.ge (სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი); ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე  https://irao.ge/ka/career

ირაო გისურვებთ წარმატებას!

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გადმოწერე აპლიკაცია