სატელეფონო მომსახურების ოპერატორი

სატელეფონო მომსახურების ოპერატორი
phone-red +995 (32) 2 949 949

დააზღვიე ერთგული მეგობარი 

თვეში 30 ლარად და გათავისუფლდი მოულოდნელობებისგან

ჩვენთან ერთად შინაური ცხოველის მოვლა უფრო მარტივია

შეიძინე ონლაინ

დააზღვიე ავტო პასუხისმგებლობა

თვეში 5 ლარიდან

იყავი დაცული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან

შეიძინე ონლაინ

დააზღვიე სახლი

თვეში 8 ლარად

იგრძენი თავი უსაფრთხოდ იქ, სადაც ყველაზე მეტად გჭირდება კომფორტი

შეიძინე ონლაინ

სამოგზაურო დაზღვევა

დღეში 0.50 ლარიდან

შენი მშვიდი მოგზაურობისთვის 

შეიძინე ონლაინ

კარიერა

down-arrow

სატელეფონო მომსახურების ოპერატორი

გამოქვეყნდა: 02დეკემბერი

ბოლო ვადა: 18დეკემბერი

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ აცხადებს ვაკანსიას „სატელეფონო მომსახურების ოპერატორი“-ს პოზიციაზე.


თანამდებობა:  სატელეფონო მომსახურების ოპერატორი;

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი (მცოცავი სამუშაო საათები; თვეში 3-ჯერ ან 4-ჯერ ღამის მორიგეობა);

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - პირველი სამი თვის განმავლობაში 500 ლარი, სამი თვის შემდეგ - 600 ლარი (ხელზე ასაღები).

დამატებითი სარგებელი: ბონუსი; ჯანმრთელობის დაზღვევა (ექვსთვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ); მზარდი ფიქსირებული ანაზღაურება; დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა რამდენიმე თვეში;

ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15;

 

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება - კლინიკებთან, დაზღვეულებთან და დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია;
  • სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა;
  • გამავალი ზარების განხორციელება საჭირობისამებრ.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სრული ან არასრული უმაღლესი განათლება, სამედიცინო მიმართულებით (ჯანდაცვა, ფარმაცია, სტომატოლოგია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.

 

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ღამის ცვლაში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: jobs@irao.ge ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career


გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გადმოწერე აპლიკაცია