ჩვენი HR დეპარტამენტი
“ირაო” ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში. ამაში კი, უდიდესი წვლილი მისი ლოიალური თანამშრომლების გუნდს მიუძღვის, რომელიც კომპანიას 19 წლის მანძილზე ზრდის და ავითარებს. სწორედ გუნდური და ჯანსაღი გარემოა ის უმნიშვნელოვანესი პირობა, რომლის მეშვეობით, კომპანიამ მოახერხა ბაზარზე საიმედო დამსაქმებლის სახელით პოზიციონირება და გახდა სასურველი, სანდო სადაზღვევო კომპანია თავისი კლიენტებისთვის.
ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია ორგანიზაციის ბიზნეს სტრატეგიას ეყრდნობა და ორიენტირებულია გუნდის ეფექტურ მართვაზე, რომელიც ხელს უწყობს კომპანიას ზრდაში, კონკურენტუნარიანობასა და სასურველი შედეგების მიღწევაში.
“ირაოს” ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებისთვის პრიორიტეტულია კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა, თანამშრომლებს შორის მოტივაციის ამაღლება, მათი უნარებისა და პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლინების ხელშეწყობა და ზრუნვა მათ კმაყოფილებასა და განვითარებაზე. ასევე, არანაკლები ყურადღება ეთმობა კომპანიის ზრდის ფონზე, თანამშრომელთა ლოიალობის შენარჩუნებას.
ჩვენი გუნდის გამორჩეული თვისებაა კოლეგიალობა და ძალიან პოზიტიური ურთიერთთანამშრომლობა.
ვაკანსიის დასახელება
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
თუ მიმდინარე ვაკანსიებიდან არც ერთი არ არის თქვენთვის საინტერესო, ატვირთეთ რეზიუმე (CV) ან შეავსეთ ონლაინ დასაქმების აპლიკაცია. თქვენი მონაცემები შეინახება ირაოს კანდიდატების სარეზერვო ბაზაში და განიხილება სხვა ვაკანსიებზე.