უკვე 1 თვეა ჩვენი სერვის ცენტრები დისტანციური მომსახურების რეჟიმზე მუშაობს, კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, თქვენი და ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით. ჩვენი გუნდისათვის ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო, რომელთან გამკლავებაც თქვენი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
ამ პერიოდის მანძილზე თქვენგან ყოველდღე ვიღებთ მეილებს, რომლებიც სავსეა კეთილი სურვილებითა და მადლობებით - ეს კი ჩვენი თანამშრომლებისათვის უდიდესი სტიმულია.
გვსურს, საჯაროდ გადაგიხადოთ მადლობა ნდობისთვის, ასეთი კეთილგანწყობილი წერილებისთვისა და თანადგომისთვის. მადლობა, რომ გაგებით ეკიდებით შექმნილ მდგომარეობას და ამ რთულ სიტუაციაშიც კი გვმუხტავთ დადებითი ენერგიით. თქვენთვის კომფორტის შექმნა და მომსახურების უწყვეტ რეჟიმში, შეუფერხებლად მოწოდება ჩვენთვის პრიორიტეტია, ამიტომაც მთელი გუნდი ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ მაქსიმალურად გაგიმარტივოთ მომსახურების მიღება, გავამართლოთ თქვენი მოლოდინი და ნდობა.
თქვენთან ერთად ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ გამოწვევებს!