პოლისის პირობები
როდესაც თქვენს კანონიერ საკუთრებაში არსებული ქონება დაცულია “ირაოს” ქონების დაზღვევით, თქვენ იცით, რომ იღებთ საუკეთესო პირობებსა და მომსახურებას ისეთი შემთხვევების დროს, როგორიცაა:
- მიწისძვრა
- ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა, საჰაერო ხომალდის/მისი ნაწილების ვარდნა
- მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება (ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა)
- შტორმი, ქარიშხალი, სეტყვა, მეწყერი, ქვის ცვენა, თოვლის სიმძიმე
- ფიქსირებული მინების დაზიანება
- სატრანსპორტო საშუალების შეჯახება
- წყალდიდობა, წყლით დაზიანება
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თქვენი საქმიანობის განვითარებაზე და ამიტომ გთავაზობთ, პოლისს, რომელიც იცავს თქვენი ბიზნესის საკუთრებაში არსებულ:
ბინებს, საცხოვრებელ სახლებს, აგარაკებს, ავეჯს, ტექნიკას, სასაქონლო მარაგებს, მანქანა–დანადგარებს, საკომუნიკაციო მოწყობილობებსა და მრავალ სხვას.
თუკი თქვენი საქმიანობა შეჩერდება დაზღვეული ქონების განადგურების/დაზიანების გამო, სადაზღვევო პოლისის მიხედვით, თქვენ ასევე გინაზღაურდებათ საქმიანობის შეჩერების შედეგად მოყენებული ფინანსური ზარალიც.
“ირაო” აზღვევს იმ ქონებას, რომელიც აუცილებელია თქვენი საქმის წარმატებით წარმოებისთვის:
- საცხოვრებელ ფართს მრავალბინიან შენობებში (ბინა, ოთახი და სხვა), ასევე, მის განუყოფელ კონსტრუქციულ ელემენტებსაც (შიდა მოპირკეთებისა და საინჟინრო მოწყობილობის ჩათვლით);
- ცალკე საცხოვრებელი სახლისა და ნაგებობის შიდა მოპირკეთებას (აივანი, ლოჯია, საინჟინრო მოწყობილობები) და ასევე ჩაშენებულ ავეჯს;
- ნაგებობისა და საცხოვრებელი სახლის საინჟინრო მოწყობილობებს: სანიტარულ-ტექნიკურ და გასათბობ მოწყობილობებს, გაზის/ელექტრო ქურებს, ელექტრონულ მრიცხველებს, ელექტროგაყვანილობას, სატელევიზიო და სატელეფონო კაბელებს;
- საოჯახო ქონებას, რომელიც შეიცავს საკუთარ მეურნეობაში გამოყენებულ საგნებს: საოჯახო და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებს (ავეჯი, ტექნიკა და ა.შ).