პოლისი "პულსით" ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - თქვენს ჯანმრთელობაზე!
პულსი სადაზღვევო პაკეტების ფართო არჩევანით გამოირჩევა და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თქვენს საჭიროებებზე მორგებული პაკეტი შეარჩიოთ. პაკეტები ერთმანეთისგან თანადაფინანსების პროცენტითა და ლიმიტებით განსხვავდება.
თითოეული პაკეტი სრული სამედიცინო მომსახურების ნაკრებს აერთიანებს:
- ირაო ასისტანსი - 24 საათიანი ცხელი ხაზი;
- პირადი ექიმის სამსახური;
- სასწრაფო სამედიცინო მომსახურება;
- პროფილაქტიკური კვლევები;
- გადაუდეგებელი და გეგმიური ჰოსპიტალიზაცია;
- ჰოსპიტალიზაცია უბედური შემთხვევის გამო;
- დღის ჰოსპიტალური მომსახურება;
- კარდიოლოგია;
- გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია;
- ფიზიოპროცედურები, ჰალოთერაპია და სამკურნალო მასაჟი;
- ექთნის მომსახურება ბინაზე;
- ორსულობა;
- მშობიარობა;
- ონკოლოგია;
- მედიკამენტები;
- გადაუდებელი და გეგმიური სტომატოლოგია.
თქვენ გაქვთ მოქნილობის შესაძლებლობა - საკუთარი სურვილისამებრ აირჩიოთ მომსახურების მიღების სქემა:
- შეგიძლიათ ისარგებლოთ თავისუფალი არჩევანის სქემით და თავად აირჩიოთ სასურველი კლინიკა;
- ან ისარგებლოთ პირადი ექიმის სერვისით და მომსახურება წინასწარგანსაზღვრულ პროვაიდერი კლინიკების ქსელში მიიღოთ.
ისარგებლეთ ჩვენი უპირატესობებით:
- ჩვენი დაზღვევით დაგიფინანსდებათ ქრონიკული დაავადებები, მათ შორის შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი;
- ორსულობა-მშობიარობის ხარჯების ანაზღაურება 100%-ით, ცალკე გამოყოფილი ლიმიტით ხდება;
- ამბულატორიული მომსახურებით სარგებლობას გამონაკლისების გარეშე შეძლებთ;
- პროფილაქტიკური კვლევები წელიწადში ორჯერ ფინანსდება, ნებისმიერი ასაკისა და სქესის დაზღვეულისთვის;
- სამკურნალო მასაჟებითა და მანუალური თერაპიით სარგებლობას ულიმიტოდ შეძლებთ.
პაკეტის ფასი დამოკიდებულია როგორც დაფარვებზე, ასევე დაზღვეულის ასაკობრივ კატეგორიაზე.

