ბიზნესის დაზღვევა ირაო

ბიზნესის დაზღვევა

თუ ფლობ მცირე ან საშუალო ბიზნესს, შეგიძლია, რომ წელიწადში სულ რაღაც 350 ლარად, შენს ბიზნესს სხვადასხვა ტიპის მოულოდნელი ხარჯი აარიდო.

ბიზნესის დაზღვევა გეხმარება, დაიცვა შენი ბიზნესის საკუთრებაში არსებული ქონება:

  • შენობები;
  • ცალკეული ფართი შენობაში;
  • სამეურნეო ნაგებობები: ავტოფარეხები, საწყობები, საცავები;
  • საწარმოო/ტექნოლოგიური ხაზები და მანქანა-დანადგარები;
  • საკომუნიკაციო მოწყობილობები (სისტემები, აპარატები), მაღალი ძაბვის მანქანები;
  • სასაქონლო-მატერიალურ ნივთები: პროდუქცია, საქონელი, მარაგები;
  • ინვენტარი: ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ელექტროტექნიკა, ორგანიზაციული ტექნიკა და ა.შ.

შენი ბიზნესი დაცული იქნება ისეთი გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან, რომელსაც იწვევს: 

  • ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, საჰაერო ხომალდის/მისი ნაწილების ვარდნა;
  • მიწისძვრა, შტორმი, ქარიშხალი, სეტყვა, მეწყერი, ქვის ცვენა, თოვლის სიმძიმე, წყალდიდობა;
  • წყალგაყვანილობისა და სადრენაჟო სისტემის დაზიანება, საქვაბეებიდან, ან მილებიდან ისეთი სითხეების ამოხეთქვა/გამოჟონვა, როგორიცაა: წყალი, ზეთი, ნავთობი;
  • მესამე პირის მიერ ჩადენილი ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა;
  • მინების დაზიანება.

ირაოში შენ შეძლებ დააზღვიო საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული რისკებიც, რაც მოიცავს:

  • შემცირებულ შემოსავალს საქმიანობის შეჩერების შედეგად;
  • ქონების დაზიანებას/განადგურებას/დაკარგვას.

ჩვენი პოლისი მოიცავს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევასაც:

  • დაზღვევა მოქმედებს მაშინაც, როდესაც ზიანი მიადგება სხვის ჯანმრთელობას ან/და ქონებას.

საერთო სადაზღვევო ლიმიტი