კარიერა ირაოში

ვაკანსია


 

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა.  ”ირაო” ახორციელებს თავის საქმიანობას 2004 წლიდან, ხოლო 2007 წლიდან”ირაოს” სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს ევროპის წამყვანი სადაზღვევო კომპანია Vienna Insurance Group (ვენის სადაზღვევო ჯგუფი). 

 


 

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების პირადი მენეჯერის თანამდებობაზე.

 

თანამდებობის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

✔ ახალი კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, პროდუქტების შეთავაზება;
✔ პრეზენტაციების და შეთავაზებების სხვადასხვა ფორმით ორგანიზება და განხორციელება;
✔ საცალო სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა; 
✔ გაყიდვის შემდგომი სერვისის უზრუნველყოფა;
✔ არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების წარმართვა;
✔ კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

✔ უმაღლესი, ან არასრული უმაღლესი განათლება;
✔ სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
✔ კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

 

კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული უნარ–ჩვევები:

  • პრეზენტაბელურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მოტივაციის მაღალი დონე;
  • დამაჯერებლობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.

 

სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებებს!