ვენის სადაზღვევო ჯგუფი - WienerVersicherung Gruppe (VIG)

ვენის სადაზღვევო ჯგუფი - WienerVersicherung Gruppe (VIG)


ენის სადაზღვევო ჯგუფი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც 25 წელზე მეტია ოპერირებს ამ რეგიონში. ვენის სადაზღვევო ჯგუფის მიერ 2015 წელს გამომუშავებულმა პრემიამ გადააჭარბა 9 მილიარდ ევროს. ამ მაჩვენებლით ჯგუფი ბაზარზე კვლავ პირველ ადგილს იკავებს. დღესდღეობით  ვენის სადაზღვევო ჯგუფის თანამშრომელთა რაოდენობა 23 000 ადამიანს აღწევს. მის მფლობელობაშია 25 ქვეყნის 50-მდე კომპანია. ჯგუფის პორტფოლიო მომხმარებლეზე ორიენტირებული პროდუქტებისა და სერვისებისაგან შედგება, რომელიც მოიცავს ბიზნესის ყველა ხაზს (ქონების, უბედური შემთხვევების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა).

 

გაფართოება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

ვენის სადაზღვევო ჯგუფის ისტორია ავსტრიაში 1824 წელს იწყება. კომპანიამ მიზნად დაისახა საერთაშორისო გაფართოება. ამ დროის მანძილზე, კომპანია ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიიდან წამყვან საერთაშორისო ჯგუფად იქცა. 1990 წელს ის გახდა ევროპის ერთ-ერთი პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც ამოიცნო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მზარდი პოტენციალი და გამოიყენა შანსი, შესულიყო ყოფილი ჩეხოსლოვაკეთის ბაზარზე. შემდეგი ქვეყნები გაფართოებისთვის იყვნენ: უნგრეთი (1996), პოლონეთი (1998), ხორვატია (1999), რუმინეთი (2001), მოლდოვა (2014).

 

წამყვანი სადაზღვევო ბაზარზე

ვენის სადაზღვევო ჯგუფის ძირითად ბაზარს წარმოადგენს ავსტრია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, სერბეთი და უკრაინა. ამ ქვეყნებში ვენის სადაზღვევო ჯგუფი წარმოადგენს ბაზრის ლიდერს 18%-იანი ბაზრის წილით.

შედეგებმა ცხადყო, რომ 1990 წელს მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილება, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოების შესახებ, წარმატებული აღმოჩნდა. 2015 წელს, ჯგუფის მიერ მოზიდული ჯამური პრემიის (9 მილიონი ევრო) ნახევარზე მეტი სწორედ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრიდან იქნა გამომუშავებული. ჯგუფის რწმუნებით, ამ რეგიონის ეკონომიკური და სადაზღვევო სფეროზე მოთხოვნის ზრდა კვლავაც გაგრძელდება.

ის, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მზარდი ბაზარი მნიშვნელოვანია ვენის სადაზღვევო ჯგუფისთვის, ასევე გამოჩნდა ჯგუფის გადაწყვეტილების შედეგად, საკუთარი გადამზღვევი კომპანიის „VIG Re” (დაარსებული 2008 წელს) ოფისისჩეხეთში განთავსებით.

მომხმარებელთან სიახლოვე არის ვენის სადაზღვევო ჯგუფის კოზირი 25 ქვეყნის ბაზარზე

ვენის სადაზღვევო ჯგუფის წარმატება დაფუძნებულია ადგილობრივ მეწარმეობასა და მომხმარებელთან სიახლოვეზე, რომელიც გამოვლენილია მულტიბრენდული სტრატეგიით და სადისტრიბუციო არხების მრავალფეროვნებით. ვენის სადაზღვევო ჯგუფის წარმატება ასევე განპირობებულია ჯგუფში შემავალი ცალკეული ბრენდების სიძლიერითა და ადგილობრივ ბაზარზე არსებული გამოცდილებით.

 

ძირითადი ბიზნესი ვენის სადაზღვევო ჯგუფის წარმატების გასაღებია

ვენის სადაზღვევო ჯგუფის აქტივობები მკაფიოდ მიმართულია სადაზღვევო ბიზნესისკენ. პროგრესულობა, სანდოობა და სოლიდარობა არის ის ძირითადი ხარისხის ნიშნები, რომლებიც ჯგუფის ბენეფიტს წარმოადგენს როგორც მომხმარებლებთან, ასევე ბიზნეს პარტნიორებთან, თანამშრომლებთან და აქციონერებთან ურთიერთობისას. ხოლო ისეთი ღირებულებები, როგორიცაა: გულწრფელობა, მრავალფეროვნება, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, არის ვენის სადაზღვევო ჯგუფისთვის ბიზნეს გადაწყვეტილებების საფუძველი.

ვენის სადაზღვევო ჯგუფის განვითარების დონე დადასტურებულია საერთაშორისო შეფასებითი სააგენტოს „Standart & Poor’s”-ის მიერ - ჯგუფს მიენიჭა A+რეიტინგი წლების მანძილზე შენარჩუნებული სტაბილურობისთვის. შედეგად, ვენის სადაზღვევო ჯგუფს აქვს ATX-ის კომპანიებს შორის საუკეთესო შეფასება, ვენის საფონდო ბირჟის წამყვანი ინდექსი.

 

ვენის სადაზღვევო ჯგუფი და ერსტ ჯგუფი: ძლიერი გუნდი

„ერსტ ჯგუფს“ აქვს მჭიდრო კავშირები ავსტრიასთან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საბანკო ჯგუფს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. 2008 წლიდან ვენის სადაზღვევო ჯგუფი და ერსტ ჯგუფი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ეს პარტნიორობა სასარგებლოა ორივე მხარისთვის: ერსტ ჯგუფის ფილიალები ავრცელებენ ვენის სადაზღვევო ჯგუფის პროდუქტებს, ხოლო ვენის სადაზღვევო ჯგუფი, თავის მხრივ კი, ერსტ ჯგუფს სთავაზობს საბანკო პროდუქტებს.

 

სტაბილური დივიდენდების პოლიტიკა

ვენის სადაზღვევო ჯგუფი ვენის საფონდო ბირჟაზე გამოჩნდა 1994 წელს და დღეისათვის ერთ-ერთ ტოპ კომპანიად მოიაზრება „Prime Market” სეგმენტზე. კომპანიას აქვს ძალიან მიმზიდველი დივიდენდების პოლიტიკა, რომლის თანახმადაც აქციონერები იღებენ დივიდენდად მოგების სულ მცირე 30%-ს.

ვენის სადაზღვევო ჯგუფის აქციები ასევე არის პრაღის საფონდო ბირჟაზეც 2008 წლის შემდეგ და ვენის მსგავსად, აქაც წამყვან პოზიციაზეა. ეს ფაქტი ასევე ხაზს უსვამს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკის მნიშვნელოვნებას ვენის სადაზღვევო ჯგუფისათვის.

ვენის სადაზღვევო ჯგუფის აქციების 70%-ის მფლობელია მსხვილი აქციონერი „Wiener Städtische Versicherungsverein“, ხოლო დანარჩენი აქციები წარმოადგენს თავისუფალ რეზერვს.

 

მიმზიდველი დამსაქმებელი ავსტრიასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

სადაზღვევო პროდუქტებში პირველობის გარდა, ვენის სადაზღვევო ჯგუფს ასევე სურს, რომ იყოს წამყვანი დამსაქმებელი და თანამშრომლებად მოიზიდოს საუკეთესო ტალანტები. თანამშრომლების უნარების განსაზღვრა და განვითარება არის კომპანიისთვის ადამიანური რესურსების მართვაში მთავარი პრიორიტეტი. მრავალფეროვნება ვენის სადაზღვევო ჯგუფის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. კომპანია ასევე დიდ ყურადღებას აქცევს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლების განვითარებას, რადგანაც ვენის სადაზღვევო ჯგუფმა კარგად იცის, რომ მისი წარმატება სწორედ საკუთარ თანამშრომლების თავდადებაზეა დაფუძნებული.

 

www.VIG.com