IRAO - SOCIAL ACTIVE DAY 2013

Posted in სიახლეები

 

ვენის სადაზღვევო ჯგუფის კორპორატიული პასუხისმგებლობის ტრადიციის ფარგლებში, 2013 წლის 19 ნოემბერს ირაო-მ გამართა საქველმოქმედო ღონისძიება  - SOCIAL ACTIVE DAY 2013.

 

გორის რაიონის სოფელ სკრაში დევნილთა დასახლებაში არსებულ ბავშვთა საგანმანათლებლო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ირაო-ს 30-მდე თანამშრომელმა, საქაველმოქმედო ორგანიზაცია BORAN. org-ის წარმომადგენლის ლევან ღამბაშიძისა და ქ-ნი ნატა ფერაძის დახმარებით, გაანაშენიანეს და გაამწვანეს საბავშვო სკვერი, რომელზეც განთავსდა საბავშვო ატრაკციონი, საქანელები და ეზოს სკამები.

 

სკვერის ტერიტორია სამუშაოების დაწყებამდე

სამუშაოების დაწყება 

 

სკვერი დასრულებულ მდგომარეობაში 19.11.2013

 

ირაო სადაც წესიერი მძღოლები ნაკლებს იხდიან !

Posted in სიახლეები

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო-მ წარმოადგინა  ავტოდაზღვევის ინოვაციური სისტემა, რომლის საფუძველზე დაზღვევის ტარიფი გამოითვლება ავტომფლობელის ინდივიდუალურ მონაცემებზე დაყრდნობით.
 
          ირაო-ს მიერ აღნიშნული მოდელის შემუშავება, განხორციელდა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში არსებული პრაქტიკის საფუძველზე, როდესაც  დაზღვევის ტარიფი დგინდება არა მხოლოდ ავტომობილის ტექნიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ თავად ავტომფლობელის მართვის გამოცდილებისა და ისტორიის  გათვალისწინებით. აღნიშნული შეთავაზების საფუძველზე ავტომფლობელებს  საშუალება აქვთ დააზღვიონ ავტომობილი არა ფიქსირებული ტარიფის საფუძველზე, არამედ გადაიხადონ იმ ოდენობის სადაზღვევო პრემია, რომელიც კონკრეტულად  მას ეკუთვნის.  
 
აღნიშნული სისტემის საფუძველზე, იმ მძღოლებს, ვინც იცავს საგზაო მოძრაობის წესებს, კომპანია ანიჭებს შესაძლებლობას მიიღონ საუკეთესო ტარიფი, წლიური 1,8 %-დან ყველა დამატებითი სადაზღვევო რისკის ჩათვლით, საუბარია ავტოსაგზაო შემთხვევებზე, ცალკეული დეტალების ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობაზე, მინის დაზიანებასა და ვანდალიზმზე, სტიქიურ უბედურებებზე, მათ შორის სეტყვისა და მიწისძვრის ჩათვლით, ასევე ხანძარსა და აფეთქებებზე.
 
დაეზღვიეთ ირაო- ში და მიიღეთ უპრეცენდენტოთ დაბალი ტარიფი !!!!