Social Active Day 2015

Posted in სიახლეები

 

ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIENNA INSURANCE GROUP AG Wiener Versicherung Gruppe VIG) სოციალური პასუხისმგებლობის კორპორატიული ტრადიციის ფარგლებში, 2015 წლის 2 დეკემბერს, სადაზღვევო კომპანია "ირაომ", გამართა საქველმოქმედო ღონისძიება  - SOCIAL ACTIVE DAY 2015.

 

 

 

სადაზღვევო კომპანია „ირაო“-ს 30-მდე თანამშრომელი, კომპანიის მენეჯმენტთან ერთად, ესტუმრა „ბერია ანდრია“-ს სახელობის ფონდს, რომლის პატრონაჟის ქვეშ იმყოფება სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მოზარდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. აღნიშნულ ფონდს ეწოდება ბერი ანდრიას სახელი, რომელიც 17 წლის ასაკში გარდაიცვალა სიმსივნისგან, ხოლო გარდაცვალების წინ მოუწოდა მშობლებს, გაეგრძელებინათ იმავე გასაჭირში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება. 

 

 

 

 

 

თანამშრომლებმა ბავშვებთან ერთად ითამაშეს, გადასცეს საჩუქრები და გაატარეს ერთი სასიამოვნო დღე, ათონელის თეატრმა კი მათთვის გამართა თეატრალური წარმოდგენა - საშობაო სპექტაკლი. კომპანია ირაომ "ბერი ანდრიას სახელობის ფონდს" საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა და სადილით გაუმასპინძლდა.


 

 

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ვენის სადაზღვევო ჯგუფის ორ საუკუნოვან, კორპორატიული ტრადიციის ერთ-ერთ სოციალურ აქტივობას, იმის გათვალისწინებით, რომ VIG-ი თავისი ისტორიის საწყისებიდან აქტიურად ეწევა სოციალურ და საქველმოქმედო საქმიანობას. ხოლო ამ ტრადიციის ფარგლებში ვენის სადაზღვევო ჯგუფი მოუწოდებს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონში თავის წევრ კომპანიებს, მათ შორის ირაოს, აღნიშნულ პროექტებში აქტიური ჩართულობისკენ.

საქართველოს სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის ანგარიში

Posted in სიახლეები

2015 წლის 20 ოქტომბერს საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა, სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელობით, გამართეს პრესკონფერენცია, სადაც საზოგადეობას წარუდგინეს ანგარიში მ/წ 13 ივნისს ჩვენს დედაქალაქში მომხდარი სტიქიისა და ასევე 2014-2015 წლების აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის შედეგებთან დაკავშირებით. 

მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონმა დევი ხეჩინაშვილმა, მთელი სადაზღვევო სექტორის მასშტაბით, ისაუბრა 13 ივნისის სტიქიის შედეგად მომხდარი სადაზღვევო შემთხვევებისა და ზარალის ჯამურ ოდენობაზე. ასევე, 2014-2015 წლების აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რეგიონების მიხედვით, დაზღვეული ნაკვეთების, მოზიდული პრემიის, სადაზღვევო შემთხვევებისა და დაფიქსირებული ზარალების საერთო შედეგებზე.

 

2015 წლის 13 ივნისის თბილისის სტიქიის შედეგად, სულ 213  სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა და ზარალის ჯამურმა  რაოდენობამ 4,638,760 ლარი შეადგინა, ხოლო აგროდაზღვევის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - 12,009 სადაზღვევო შემთხვევა  დადგა. დაზღვეული 37,649 ნაკვეთიდან მოზიდულმა პრემიამ  15,387,422 ლარი შეადგინა, ზარალის რაოდენობამ კი - 23,116, 726  ლარს მიაღწია.




სადაზღვევო კომპანია ირაო/ ვენის სადაზღვევო ჯგუფი - 2014 წლის შემოდგომიდან ჩაერთო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონში ირაოს ბენეფიციართა რაოდენობა დაახლოებით 10,000 ფერმერს უტოლდება. მხოლოდ აჭარისა და გურიის რეგიონში, გასულ წელს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად, კომპანიის მიერ კომპენსირებულ იქნა 1,220,000 ლარის ოდენობის ზარალი. ამ ეტაპზე, სხვა რეგიონების ჩათვლით კომპანიის მიერ დაახლოებით 2,000,000 ლარის ოდენობის ზარალია ანაზღაურებული, ხოლო ანაზღაურების პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს. რაც შეეხება ივნისის სტიქიას, ავტომფლობელებისათვის ირაოს მიერ დაახლოებით
45,000 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია გაიცა.

 

მეტი სტატია...