ქართული არქიტექტურის ექსპოზიცია ვენაში

Posted in სიახლეები

 

10 მარტიდან ქ. ვენაში გაიხსნა საქართველოს არქიტექტურის გამოფენა -„კონტინენტების გადაკვეთაზე“, რომლის ორგანიზატორია „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“. გამოფენა ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის საიუბილეო თარიღს. 
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თბილისის არქიტექტურის ნიმუშები მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე, მათ შორის, ევროპული არქიტექტურის გავლენით აგებული, ასევე მე-20 საუკუნის საბჭოთა არქიტექტურის შენობები და საერთაშორისოდ აღიარებული მრავალი ნაგებობა, არქიტექტურული განვითარების რამდენიმე ეტაპის ამსახველი 60 დიდი ფორმატის ფოტოს სახით. დარბაზის კედლებზე წარმოდგენილია ძველი თბილისის სცენები, რომ დამთვალიერებელმა უკეთ გაიაზროს ისტორიული კონტექსტი, ცენტრალურ ადგილას კი - დამონტაჟებულია თანამედროვე ქალაქის ამსახველი პანორამა. საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია დიდი ზომის მოდელები და სამგანზომილებიანი ობიექტები, სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტების ორიგინალები: რუკები, ფოტოები, არქიტექტურული ჩანახატები, ბარათები, წიგნები და ჟურნალები. დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს გამოფენის კატალოგს, სრული ფოტომასალით და ინფორმაციით. ექსპოზიციის კონცეფცია ადოლფ შტილერს ეკუთვნის.
გამოფენის გახსნის ცერემონიაზე საზოგადოებას ოფიციალური სიტყვით მიმართა ვენის სადაზღვევო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ - გიუნტერ გაიერმა, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ. გამოფენის გახსნას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრი კომპანიების: ირაოსა და ჯიპიაი ჰოლდინგის წარმომადგენლები. 
„აღნიშნული ექსპოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციონირებისათვის ავსტრიასა და ევროპაში, იმდენად რამდენადაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ევროპულ ოჯახში ინტეგრირება“, - განაცხადა სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ დეკანოსიძემ.
აღნიშნული გამოფენა ქ. ვენაში, ვენის სადაზღვევო ჯგუფის სათაო ოფისის, რინგტურმის საგამოფენო სივრცეში 27 აპრილამდე გაგრძელდება.
 
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ:
http://www.vig.com/en/press/architektur-im-ringturm/detail/tbilisi.html?tx_ttnews%5Byear%5D=2016
 

საახალწლო აქცია

Posted in სიახლეები


საახალწლო აქცია კასკოსგან!!!
 

ყველა  ფიზიკური  პირი,  ვინც  17  დეკემბრიდან  15  იანვრის ჩათვლით "ირაოში" დააზღვევს ავტომობილს ან ამ პერიოდში უწევს პოლისის განახლება, მიიღებს კასკოსგან საჩუქრად 50 ან 100 ლიტრ პრემიუმ ბენზინს/დიზელს, ავტომობილის საბაზრო ღირებულების მიხედვით. 

 

აქციის  პირობები:  

·         ავტომანაქანები  რომელთა  ღირებულება  ნაკლებია  15 000 აშშ  დოლარზე  /36000 ლარზე/13700 ევროზე  მიიღეებენ  საჩუქრად  50  ლიტრ  საწვავს;

·         ავტომანაქანები  რომელთა  ღირებულება მეტია ან ტოლი    15 000 აშშ  დოლარის/36000 ლარის/13700 ევროსი  მიიღეებენ  საჩუქრად  100   ლიტრ  საწვავს.

 

 

 

მეტი სტატია...