ირაომ – მონაწილეობა მიიღო სისხლის ჩაბარების აქციაში

Posted in სიახლეები

აღნიშნული აქციის ფარგლებში ირაო-ს,20-მდე თანამშრომელმა უანგაროდ გაიღო სხვადასხვა ჯგუფის სისხლი, რომელიც შემდეგ სისხლის ბანკის მიერ გამოყენებული იქნება სხვადასხა დაავადებების მკურნალობისას, ასევე ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის, რომელთაც მკურნალობის ერთი კურსისათვის, საშუალოდ 35 ლიტრამდე სისხლის სხვადასხვა კომპონენტი ესაჭიროებათ.

            დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო, რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში. ახლო მომავალში ასევე დაგეგმილია მიუსაფარ ბავშვთა ერთ-ერთი სახლისათვის სხვადასხვა ნივთებისა და ზამთრის სამოსის გადაცემა.