ვენის სადაზღვევო ჯგუფის საინაუგურაციო ღონისძიებას ირაო-ს და ჯიპიაი ჰოლდინგის მენეჯმენტი დაესწრო

Posted in სიახლეები

2012 წლის 25 მაისს ქ. ვენაში, გაიმართა ვენის სადაზღვევო ჯგუფის მიერ ორგანიზებული საინაუგურაციო ღონისძიება, რომელზეც კომპანიის უკვე ყოფილმა გენერალური მენეჯერმა (CEO) გიუნტერ გეიერმა, აუდიტორიას მისი შემცვლელი, პიტერ ჰაგენი წარუდგინა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ვენის სადაზღვევო ჯგუფის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 25 ქვეყნის - 1 200 წარმომადგენელი, მათ შორის ირაო-ს და ჯიპიაი ჰოლდინგის ტოპ - მენეჯმენტი.

გიუნტერ გეიერი ვენის სადაზღვევო ჯგუფში 1974 წლიდან მოღვაწეობს, 1988 წელს იგი ჯგუფის მმართველ საბჭოში დაინიშნა, ხოლო უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში წარმატებით იკავებდა გენერალური მენეჯერის თანამდებობას. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ვენის სადაზღვევო ჯგუფი ავსტრიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვან სადაზღვევო კომპანიად იქცა. გეიერის მმართველობის პერიოდში კომპანიის წლიური პრემიის ოდენობა 21 მილიონი ევროდან - 560 მილიონ ევრომდე გაიზარდა. პიტერ ჰაგენს გააჩნია ავსტრიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა საფინანსო ჯგუბებში ტოპ-მენეჯერის პოზიციებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება, 2009 წლიდან იგი წარმოდგენილი იყო ვენის სადაზღვევო ჯგუფის გენერალური მენეჯერის მოადგილის თანამდებობაზე.

აღნიშნული პრეზენტაციის კიდევ ერთი მიზანი იყო, 2011 წელს გიუნტერ გეიერის მიერ ინიცირებული საქველმოქმედო სოციალური დღის (VIG Social Active Day) გამარჯვებულების დაჯილდოვება. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ვენის სადაზღვევო ჯგუფის მფლობელობაში მყოფი სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლებმა - ერთი სამუშაო დღე მიუძღვნეს ნებაყოფლობით სოციალურ სამუშაოებს. 100 000 ევროს ოდენობის პრემია, განაწილდა ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი სადაზღვევო კომპანიების - 3 წარმომადგენელზე.

ვენის სადაზღვევო ჯგუფი წარმოადგენს საუკუნეზე მეტი სადაზღვევო გამოცდილების მქონე ავსტრიისა და ევროპის წამყვან სადაზღვევო ჯგუფს, რომლის მმართველობის ქვეშ იმყოფება ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის 25 ქვეყნის - 50 სადაზღვევო კომპანია, მათ შორის ირაო და ჯიპიაი ჰოლდინგი.