მძღოლის მომსახურეობა კასკოსგან!

Posted in სიახლეები

 

სიახლე ირაოს ავტოდაზღვევის მფლობელებს!

2018 წლის 25 აპრილიდან ავტოდაზღვევის შეძენის ან განახლების შემთხვევაში ირაოს კასკოს მომხმარებლები შეძლებენ SOS ასისტანსის მძღოლის მომსახურეობის სერვისით სარგებლობას.

მძღოლის მომსახურება გულისხმობს დაზღვეულ ავტომობილზე უფლებამოსილი მძღოლის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას, წინასწარ შეთანხმებულ ადგილას მძღოლის მისვლას და დაზღვეული მანქანით კლიენტის დანიშნულების ადგილზე გადაყვანას.

 

სერვისით სარგებლობისთვის:

➩ რეკავთ ცხელ ხაზზე  (032) 2 949 949

➩ დაზღვეულის იდენტიფიცირების შემდგომ ოპერატორი ინიშნავს ინფორმაციას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ

➩ ინფორმაციის ჩანიშვნა  

➩ მძღოლი მოდის  დათქმულ ადგილას 

➩ დაზღვეული მანქანა და მისი უფლებამოსილი მძღოლის გადაჰყავს სასურველ ადგილას იმავე ქალაქის ფარგლებში, ან მის შემოგარენში.

 

სერვისით სარგებლობა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ.

სერვისი ვრცელდება 15 000$ ან მეტი ღირებულების ავტომობილებზე.

 

დაფარვის არეალი:

✔ თბილისი

✔ მცხეთა

✔ წყნეთი

✔ ტაბახმელა

✔ ოქროყანა

✔ წავკისი

✔ ქუთაისი

✔ ბათუმი

 


დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 2 949 949