ირაო სტუმრად "სიცოცხლის ფესტივალზე"

Posted in სიახლეები

2016 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის მიერ ორგანიზებული ღონისძიება "სიცოცხლის ფესტივალი", რომელიც სიმსივნით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად იყო მიმართული სლოგანით: "არა სიმსივნეს ბავშვებში!"

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის - სადაზღვევო კომპანია ირაოს წარმომადგენელმა და თბილისის მერმა - დავით ნარმანიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ირაოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Posted in სიახლეები

სადაზღვევო კომპანია ირაოსა და კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა



13 სექტემბერს, ვარძიაში, სადაზღვევო კომპანია ირაოსა და კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული სოციალური პროექტების განხორციელებას.

 

ვარძიის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში - საქართველოში პირველად, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის სამუშაოების დაწყება  იგეგმება. რის შედეგადაც, ვარძიის კომპლექსის ინფრასტრუქტურა გახდება ადაპტირებული შშმ პირებისათვის და მათ ვარძიის კომპლექსის  დათვალიერება შეეძლებათ.

 

მემორანდუმის ხელმოწერის ფარგლებში ვარძიაში იმყოფებოდნენ სადაზღვევო კომპანია ირაოს გენერალური დირექტორი ვახტანგ დეკანოსიძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, რომლებიც ადგილზე ასევე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

 

„ირაოს“ გენერალური დირექტორის ვახტანგ დეკანოსიძის განცხადებით: „როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ჩვენ კარგად ვათვიცნობიერებთ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელბას ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისათვის. ამასთან დაკავშირებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ სოციალურ პროექტებს, რომელიც  სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს უკავშირდება. ხოლო დღეს,  ირაოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგელბში ჩვენ ვითანამშრომლებთ ისეთი  სოციალური პროექტების ჭრილში, რომლებიც უკავშირდება შშმ პირებს და რომელთა შედეგად ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაათვალიერონ ვარძიის ღირსშესანიშნაობები.“