ირაო - ვენის სადაზღვეო ჯგუფის წევრი [VIG]

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ 2004 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. წლების მანძილზე ირაომ შეძლო საკუთარი ისტორიის შექმნა  და მის წინაშე არსებული გამოწვევების წარმატებით დაძლევა.

”ირაო” ორიენტირებულია როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ სეგმენტზე. ის მომხმარებელსა და პარტნიორებს სთავაზობს დაზღვევის მრავალ სახეობას, უმაღლესი ხარისხის მომსახურებასა და მყარ გარანტიებს ადგილობრივი და საერთაშორისო სადაზღვევო სტანდარტების გათვალისწინებით.

 

2007 წლიდან კომპანიის ძირითადი აქციონერი გახდა ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კოპმანია - ავსტრიული, ვენის სადაზღვევო ჯგუფი (VIENNA INSURANCE GROUP  AG Wiener Versicherung Gruppe VIG).  2011 წელს კი ვენის სადაზღვევო ჯგუფმა „ირაოში“ აქციათა მოცულობა 100%-მდე გაზარდა, რაც პირდაპირ მიუთითებს კომპანიის მზარდ პოტენციალზე ადგილობრივ სადაზღვევო ბაზარზე.

2010 წლიდან „ირაოს“ მიენიჭა საერთაშორისო ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი ISO 9001:2008 დაზღვევისა და გადაზღვევის მომსახურების, სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის კორპორატიულ და საცალო სეგმენტში.

 

2017 წლის მონაცემებით:

 ირაო სადაზღვევო ბაზარზე იკავებს VIII ადგილს, 8% წილით.

 კომპანიის მიერ მოზიდულმა პრემიამ შეადგინა 24 მლნ ლარი;

 ანაზღაურებული ზარალების ოდენობამ კი - 16 მლნ ლარი;

 კომპანიის პორტფელის ყველაზე დიდი პროცენტული წილი ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტს უჭირავს - 46%; ქონების დაზღვევას - 23%; ავტოდაზღვევას - 17%; ხოლო დარჩენილი 14% სხვა სადაზღვევო პროდუქტებზე ნაწილდება.

 ირაოში დაზღვეულთა რაოდენობა 28 000-ს აჭარბებს.