ALTO Swimming Pool

Written by Super User. Posted in ფასდაკლებები

"ირაოს" კორპორატიულ კლიენტებს ახლადგახსნილი საცურაო აუზი "ალტო" - ALTO Swimming Pool გთავაზობთ განსაკუთრებულ შემოთავაზებას ზაფხულის ცხელი დღეების სასიამოვნოდ გასატარებლად!

თუ გსურთ მოიწყოთ განსხვავებული და დაუვიწყარი დღეები მეგობრებთან ერთად, გაგრილდეთ, დაისვენოთ, გაირუჯუთ, განიტვირთოთ, ამასთან ერთად ისიამოვნოთ და დატკბეთ არაჩვეულებრივი ხედით თბილისზე - საცურაო აუზი "ALTO"  სწორედ ის ადგილია.

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით ერთჯერად ვიზიტსა და აბონემენტზე, ხოლო 10%-დან 20%-მდე ფასდაკლებით − დახურული ღონისძიებების მოწყობისას.

შეთავაზების ფარგლებში შეგიძლიათ ისარგებლოთ დახურული საცურაო აუზით, ღია ვერანდაზე მოწყობილი შეზლონგებით, ჯაკუზით, საუნით და მიირთვათ როგორც უალკოჰოლო, ასევე ალკოჰოლური სასმელები მსუბუქ LUNCH მენიუსთან ერთად.

საღამოს 7 საათიდან კი ვერანდაზე, უმშვენიერესი ხედის ფონზე და სიგრილეში, "ალტო" გაგიმასპინძლდებათ მსუბუქი ვახშმით: უგემრიელესი სალათები, სტეიკი, BBQ და ალკოჰოლური სასმელების არჩევანი.

* შეთავაზება ძალაშია 15 სექტემბრამდე.
 

მის.: ლადო ასათიანის ქ. №36ა (სოლოლაკი)
ტელ.: (0 32) 2 24 10 00