ქონების დაზღვევა იურიდიული პირებისთვის

 

აზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო გთავაზობთ ქონების დაზღვევის ექსკლუზიურ პირობებს:

  • ქონება  (ბინა, საცხოვრებელი სახლი, აგარაკი, ავეჯი, ტექნიკა, სასაქონლო მარაგები, მანქანა–დანადგარები, საკომუნიკაციო მოწყობილობები და მრავალი სხვა).

დაზღვევის ობიექტი:

§   საცხოვრებელი ფართები მრავალბინიან შენობებში (ბინები; ოთახები და სხვა ამდაგვარი), მათი განუყოფელი კონსტრუქციული ელემენტების, შიდა მოპირკეთების და საინჟინრო მოწყობილობის ჩათვლით;

§   ცალკე საცხოვრებელი სახლების და ნაგებობების შიდა მოპირკეთება, აივნების, ლოჯების და საინჟინრო მოწყობილობის ჩათვლით. ასევე ჩაშენებული ავეჯი;

§   ნაგებობების და საცხოვრებელი სახლების საინჟინრო მოწყობილობაში, ამ პირობებთან შესაბამისობაში იგულისხმება: სანიტარულ-ტექნიკური და გასათბობი მოწყობილობები, გაზის და ელექტრონული ქურები, ელექტრონული მრიცხველები, ელექტროგაყვანილობა, სატელევიზიო და სატელეფონო კაბელები.

§   საოჯახო ქონება, რომელიც შეიცავს: საოჯახო ნივთებს და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებს, რომლებიც გამოიყენება საკუთარ მეურნეობაში (ავეჯი; საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ.)

სადაზღვევო რისკები:

§  ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა;

§  ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;

§  სტიქიური უბედურებები;

§  მექანიკური დაზიანებები (ფანჯრის მინების, სარკეების, ვიტრინების და სხვა შუშის ნაწილების მსხვრევა. მფრინავი ობიექტების ან მათი ნაწილების დაცემა, სატრანსპორტი საშუალებათა შეჯახება);

§  წყლით დაზიანების რისკი;

§  ბოროტგანზრახული ქმედება.


სადაზღვევო ტარიფი: 0,2% - დან

ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზს - 2 949 949