ავტომობილის დაზღვევა იურიდიული პირებისთვის

წარმოდგენილი ავტოტრანსპორტის დაზღვევის პროგრამის ფარგლებში თქვენი ავტოტრანსპორტი მთელი წლის განმავლობაში დაცული იქნება ექსპლუატაციის პროცესში წარმოშობილი ფინანსური და ტექნიკური პრობლემებისგან. 

 

დაზღვევის ობიექტი:

კომპანიის და ან მის თანამშრომელთა პირად საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ავტოტრანსპორტი.

 

დაზღვეული რისკები:

✓ ავტოსაგზაო შემთხვევა;

✓ ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა;

✓ ვანდალიზმი;

✓ მინის დაზიანება;

✓ სხვადასხვა საგნის დაცემა;

✓ ხანძარი, აფეთქება;

✓ სტიქიური უბედურებები (მათ შორის სეტყვა და მიწისძვრა).

 

დაზღვევის არეალი: საქართველო

➣ მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა ითვალისწინებს ავტორიზებული მძღოლის მიერ სადაზღვევო პოლისში მითითებული დაზღვეული ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისას მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისან/და ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

➣ მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევის პოლისით იფარება ავტომობილში მყოფი პირების სხეულის დაზიანება ან/და გარდაცვალება, გამოწვეული დაზღვეული ავტომობილის ექსპლუატაციისას მომხდარი უბედური შემთხვევ(ებ)ით.

 

დაწვრილებით ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ირაო-ს ცხელ ხაზზე: 2 949 949