ჯანმრთელობის დაზღვევა იურიდიული პირებისთვის

 

ირაო სთავაზობს ექსკლუზიურ  პირობებს თითოეულ ორგანიზაციას. წარმოგიდგენთ სამედიცინო კორპორატიული დაზღვევით გათვალისწინებულ ზოგად პირობებს:

ირაო-ასისტანსი: 24 საათიანი სატელეფონო კონსულტაცია 2 949 949,  სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;

სასწრაფო სამედიცინო მომსახურება: სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა - ირაო-ასისტანსის მიერ ინფორმაციის მიღებისთანავე  2 949 949;

ოჯახის ექიმის  მომსახურება: დაზღვეუთა კონსულტირება,  სამედიცინო ანკეტის წარმოება, საჭირო გამოკვლევებისა და მკურნალობის კონტროლი, დანიშნულების ფურცლის გაცემა, გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებაზე მიმართვის ფურცლით უზრუნველყოფა და დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. ირაო-ასისტანსის მეშვეობით 2 949 949  დაზღვეულის ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა.

პროფილაქტიკური კვლევა: სამედიცინო ჩვენების გარეშე ჩატარებული შემდეგ სამედიცინო კვლევებს: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ელექტროკარდიოგრაფია და ერთი ორგანოს ექოსკოპია;

პროფილაქტიკურ სამედიცინო კვლევებს დაზღვეული იღებს მხოლოდ პროვაიდერ კლინიკაში ოჯახის ექიმის დისლოკაციის ადგილის მიხედვით, მიმართვის ფურცლის საფუძველზე;

ამბულატორია: დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ იმ სამკურნალო/დიაგნოსტიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც დაზღვეულს გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაზღვეულის დაყოვნება არ აღემატება  24 სთ-ზე მეტ ხანს;

გადაუდებელი ამბულატორია: დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული იმ ამბულატორიული ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის გადავადების პირობებში გარდაუვალია დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება.  ინფორმაცია შემთხვევის დადგომისთანავე ან არაუგვიანეს დაზღვეულის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერამდე ეცნობოს ირაო-ასისტანსს 2 949 949;

გეგმიური ამბულატორი სამედიცინო ჩვენებით, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებულ: ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებს/ლაბორატორიულ გამოკვლევებს/ინსტრუმენტულ გამოკვლევებს/ამბულატორიულ მანიპულაციები და მკურნალობა;

მედიკამენტება:დაზღვეულისთვის კონტრაქტის პირობების შესაბამისად ოჯახის ექიმის და/ან შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტის მიერ სამედიცინო ჩვენებით, ამბულატორიული მკურნალობის ჩატარების მიზნით დანიშნული მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება  (ერთჯერადად ანაზღაურებას ექვემდებარება მკურნალობის 1 თვიანი კურსი);

 ჰოსპიტალიზაცია: სადაზღვეო პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ იმ სამკურნალო/დიაგნოსტიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც დაზღვეულს გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში და სადაც  დაზღვეულის დაყოვნება აღემატება 24  საათს;

გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება:  დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ იმ ჰოსპიტალური სამკურნალო ღონისძიებების ერთობლიობა. გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურების მისაღებად სავალდებულოა სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია შემთხვევის დადგომისთანავე (არაუგვიანეს სტაციონარში მოთავსებიდან 24 საათისა) ეცნობოს ირაო-ასისტანსს 2 949 949;

გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება: ითვალისწინებს სამედიცინო ჩვენებით, დაზღვეულის განთავსებას, კონკრეტულ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში გეგმიური თერაპიული და/ან ქირურგიული სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

  • კარდიოქირურგია და ონკოლოგია ნაზღაურდება გეგმიური ჰოსპიტალიზაციის ქველიმიტით.

გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს მზღვეველთან (წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი წინასწარი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაცია);

სტომატოლოგია:

გადაუდებელი  სტომატოლოგიური მომსახურებაის მისაღებად  აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ეცნობოს ირაო-ასისტანსს 2 949 949  (დაზღვეულის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერამდე);

გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება: ითვალისწინებს კარიესის, პულპიტის, პერიოდონტიტის მკურნალობას, გეგმიურ ქირურგიულ მანიპულაციებს, კბილების ჰიგიენურ გაწმენდას (წელიწადში ერთხელ). მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს პაროდონტოზისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხარჯები.დაზღვეულს აღნიშნული მომსახურების მიღება შეუძლია მხოლოდ  მზღვეველის მიერ მითითებულ პროვაიდერ სტომატოლოგიურ დაწესებულებებში “ირაო ასისტანსში გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე;

ორსულობაითვალისწინებს, სამედიცინო ჩვენებით ჩატარებული, ორსულობასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებების და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას;

მშობიარობა: ითვალისწინებს ფიზიოლოგიურ ან გართულებულ მშობიარობასთან (სამედიცინო ჩვენებით საკეისრო კვეთის ჩათვლით) დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას;

სამოგზაურო დაზღვევა: ითვალისწინებს  მივლინების შემთხვევაში დაზღვეულის საზღვარგარეთ სამოგზაურო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას.

  •  სამოგზაურო დაზღვევა ვრცელდება მხოლოდ თანამშრომლებზე;
  •  სამოგზაურო დაზღვევის პირობები გაწერილია სამოგზაურო დაზღვევის პილისში;
  •  საოჯახო  პაკეტი
  • ითვალისწინებს 65 წლამდე თანამშრომლისა და მისი მეუღლის, ასევე თანამშრომლის 0-18 წლამდე შვილების დაზღვევას.

გამონაკლისის სახით, ირაო გთავაზობთ დამატებით მომსახურებებს გამაჯანსაღებელ სპორტულ კომპლექსებში და სხვადასხვა ფასდაკლების ბარათებს.