ბიზნესის დაზღვევა

Written by Salome Kekutia. Posted in Corporate

ბიზნესის დაზღვევა ითვალისწინებს:

 ქონების დაზღვევას

 საქმიანობის შეჩერების დაზღვევას

 სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას

 

ქონების დაზღვევა:

დაზღვეული ქონება შესაძლოა იყოს:

➣ შენობა

➣ ცალკეულიფართიშენობებში

➣ სამეურნეო ნაგებობები: ავტოფარეხები, საწყობები, საცავები;

➣ საწარმოო და ტექნოლოგიური ხაზები,  მანქანა–დანადგარები

➣ საკომუნიკაციო მოწყობილობები (სისტემები, აპარატები), მაღალი ძაბვის მანქანები;

➣ პროდუქცია, საქონელი, მარაგებიდასხვასასაქონლო-მატერიალურინივთები

➣ ინვენტარი: ავეჯი, საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობები, ელექტროტექნიკა, კომპიუტერები, ორგანიზაციული ტექნიკა და სხვა.

 

სადაზღვევო რისკები:

✓ ხანძარი  / მეხის დაცემა   / აფეთქება / კონტეინერის (საქვაბე, მილები და ა.შ.) აფეთქება / საჰაერო ხომალდის ან მათი ნაწილების ვარდნა

✓ შტორმი/ ქარიშხალი / სეტყვა / მეწყერი / ქვის ცვენა / თოვლის სიმძიმე / წყალდიდობა

✓ წყალგაყვანილობასა და სადრენაჟო სისტემიდან გამონადენი წყლით პირდაპირი დაზიანება, მათ შორის მეზობელი ფართიდან წყლით დაზინება

✓ წყლის, ზეთის ან ნავთობის საქვაბეებიდან ან მილებიდან ამოხეთქვა ან გამოჟონვამესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვანდალიზმი, ქურდობა ან ქურდობის მცდელობა, ძარცვა ან ყაჩაღობა

✓ მიწისძვრა

✓ მინების დაზღვევა

✓ სატრანსპორტო საშუალებების შეჯახება

 

 

 

საქმიანობის შეჩერების დაზღვევა:

➣ მზღვეველი დაფარავს საქმიანობის შეჩერების შედეგად შემოსავლის შემცირებით წარმოშობილ ზიანს.

პირდაპირი ზარალი ქონებაზე შესაძლებელია გამოწვეული იყოს მისი დაზიანებით/განადგურებით/დაკარგვით.

 

 

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა:

➣ ანაზღაურებას ექვემდებარება დაზღვევის მოქმედების პერიოდში მომხდარი და გაცხადებული შემთხვევა, რომელიც იწვევს  მესამე პირის ქონების დაზიანებას ან/და მესამე პირის სხეულის დაზიანებას და   რომლის   ანაზღაურებაზეც   სამართლებრივად   პასუხისმგებელი არის დამზღვევი.

 

 

დაფარვები

ლიმიტი

ქონების დაზღვევა

50 000 (GEL)

საქმიანობის შეჩერების დაზღვევა

50 000 (GEL)

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა

10 000 (GEL)


 


 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 2 949 949

ტვირთის დაზღვევა

Written by Super User. Posted in Corporate

ტვირთების დაზღვევა ითვალისწინებს ტვირთების გადაზიდვისას, მისი სრული ან ნაწილობრივი განადგურების შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურებას. დაზღვევა მოქმედებს ტვირთების როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტირებისას.

 

დაზღვევის ობიექტი:

ნებისმიერი სახის ტვირთი, რომლის გადაზიდვაც ხორციელდება სხვადასხვა სახის ტრანსპორტით.

 

დაზღვევის პირობები:

დაზღვევა ხორციელდება ლონდონის მზღვეველთა ინსტიტუტის ტვირთის დაზღვევის პირობების  ICCA– “დაზღვევა ყველა რისკისგან” მიხედვით.

 

დაზღვევის ტარიფი :   0,25%

 

ფრანშიზა: 

➣ ნაწილობრივი ზიანის შემთხვევაში ზარალის 10% მინიმუმ 2000 ლარი.

➣ სრული განადგურების და მიწისძვრის  შემთხვევაში 10%.

 


დაწვრილებით ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე: 2 949 949

ქონების დაზღვევა იურიდიული პირებისთვის

Written by Super User. Posted in Corporate

ქონების დაზღვევა  ითვალისწინებს დამზღვევის კანონიერ საკუთრებაში ან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ქონების დაზღვევას, განსაზღვრული რისკებისგან

- ქონება  (ბინა, საცხოვრებელი სახლი, აგარაკი, ავეჯი, ტექნიკა, სასაქონლო მარაგები, მანქანა–დანადგარები, საკომუნიკაციო მოწყობილობები და მრავალი სხვა).

 

დაზღვევის ობიექტი:

✓ საცხოვრებელი ფართები მრავალბინიან შენობებში (ბინები; ოთახები და სხვა ამდაგვარი), მათი განუყოფელი კონსტრუქციული ელემენტების, შიდა მოპირკეთების და საინჟინრო მოწყობილობის ჩათვლით;

✓ ცალკე საცხოვრებელი სახლების და ნაგებობების შიდა მოპირკეთება, აივნების, ლოჯების და საინჟინრო მოწყობილობის ჩათვლით. ასევე ჩაშენებული ავეჯი;

✓ ნაგებობების და საცხოვრებელი სახლების საინჟინრო მოწყობილობაში, ამ პირობებთან შესაბამისობაში იგულისხმება: სანიტარულ-ტექნიკური და გასათბობი მოწყობილობები, გაზის და ელექტრონული ქურები, ელექტრონული მრიცხველები, ელექტროგაყვანილობა, სატელევიზიო და სატელეფონო კაბელები.

✓ საოჯახო ქონება, რომელიც შეიცავს: საოჯახო ნივთებს და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებს, რომლებიც გამოიყენება საკუთარ მეურნეობაში (ავეჯი; საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ.)

 

სადაზღვევო რისკები:

  ხანძარი, აფეთქება, მეხის დაცემა;

  ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;

✓  სტიქიური უბედურებები;

✓  მექანიკური დაზიანებები (ფანჯრის მინების, სარკეების, ვიტრინების და სხვა შუშის ნაწილების მსხვრევა. მფრინავი ობიექტების ან მათი ნაწილების დაცემა, სატრანსპორტი საშუალებათა შეჯახება);

  წყლით დაზიანების რისკი;

✓  ბოროტგანზრახული ქმედება.

 


დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 949 949 

ავტომობილის დაზღვევა იურიდიული პირებისთვის

Written by Super User. Posted in Corporate

წარმოდგენილი ავტოტრანსპორტის დაზღვევის პროგრამის ფარგლებში თქვენი ავტოტრანსპორტი მთელი წლის განმავლობაში დაცული იქნება ექსპლუატაციის პროცესში წარმოშობილი ფინანსური და ტექნიკური პრობლემებისგან. 

 

დაზღვევის ობიექტი:

კომპანიის და ან მის თანამშრომელთა პირად საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ავტოტრანსპორტი.

 

დაზღვეული რისკები:

✓ ავტოსაგზაო შემთხვევა;

✓ ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა;

✓ ვანდალიზმი;

✓ მინის დაზიანება;

✓ სხვადასხვა საგნის დაცემა;

✓ ხანძარი, აფეთქება;

✓ სტიქიური უბედურებები (მათ შორის სეტყვა და მიწისძვრა).

 

დაზღვევის არეალი: საქართველო

➣ მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა ითვალისწინებს ავტორიზებული მძღოლის მიერ სადაზღვევო პოლისში მითითებული დაზღვეული ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისას მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისან/და ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

➣ მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევის პოლისით იფარება ავტომობილში მყოფი პირების სხეულის დაზიანება ან/და გარდაცვალება, გამოწვეული დაზღვეული ავტომობილის ექსპლუატაციისას მომხდარი უბედური შემთხვევ(ებ)ით.

 

დაწვრილებით ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ირაო-ს ცხელ ხაზზე: 2 949 949

ჯანმრთელობის დაზღვევა იურიდიული პირებისთვის

Written by Super User. Posted in Corporate

ირაო თითოეულ ორგანიზაციას სთავაზობს ინდივიდუალურ სადაზღვევო პირობებს.

სამედიცინო კორპორატიული დაზღვევით გათვალისწინებული ზოგადი პირობები:

ირაო-ასისტანსი: 24 საათიანი სატელეფონო კონსულტაცია (032) 2 949  949, დაზღვეულისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება სამედიცინო დაზღვევის პროგრამებთან და პროვაიდერებთან დაკავშირებით, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და ოჯახის ექიმის ბინაზე გამოძახების დაგეგმვა, სამედიცინო მომსახურების ორგანიზება.

სასწრაფო სამედიცინო მომსახურება: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ჩვენების შესაბამისად სამედიცინო დაწესებულებამდე ტრანსპორტირება.

ოჯახის ექიმის  მომსახურება: დაზღვეულ პირთა კონსულტირება (საჭიროების შემთხვევაში ბინაზე), თითოეულ დაზღვეულზე სამედიცინო ანკეტის წარმოება და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, საჭირო გამოკვლევებისა და მკურნალობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში დანიშნულების და გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებაზე მიმართვის ფურცლის გაცემა. სამედიცინო ჩვენების შესაბამისად ოჯახის ექიმი უზრუნველყოფს ბიულეტენის გახსნას.

პროფილაქტიკური კვლევა: სამედიცინო ჩვენების გარეშე ოჯახის ექიმების დისლოკაციის ადგილებსა და პროვაიდერი კლინიკებში მიმართვის ფურცლის საფუძველზე, შემდეგი სამედიცინო კვლევების ჩატარება: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა, პროთრომბინის განსაზღვრა სისხლში, საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში, ელექტროკარდიოგრაფია, ერთი ორგანოს ექოსკოპია.

ვაქცინაცია: სეზონური გრიპის, ანტიტეტანური და ანტირაბიული ვაქცინაცია, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულის გარდა.

ჰოსპიტალიზაცია: სადაზღვეო პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ იმ სამკურნალო/დიაგნოსტიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც დაზღვეულს გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში.

გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია: დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ იმ ჰოსპიტალური სამკურნალო ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის გადავადების პირობებში გარდაუვალია დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, დაინვალიდება და/ან სიკვდილი.

გეგმიური ჰოსპიტალიზაცია: სამედიცინო ჩვენებით, დაზღვეულის განთავსებას, ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში გეგმიური თერაპიული და/ან ქირურგიული სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური შემთხვევების ანაზღაურება მოხდება გეგმიური ჰოსპიტალიზაციის ქველიმიტით.

კარდიოქირურგია: შესაბამისი სამედიცინო ჩვენებისას  ექიმის მიერ დანიშნული ქირურგიული მკურნალობის და სტენტირების (სტანდარტული, რეანიმაციული/ინტენსიური (პოსტოპერაციული)  პალატის     ხარჯები)  ღირებულების ანაზღაურება ინდივიდუალურ სადაზღვევო ბარათში მითითებული შესაბამისი ლიმიტისა და დაფარვის ფარგლებში. კარდიოქირურგიული შემთხვევების ანაზღაურება მოხდება გეგმიური ჰოსპიტალიზაციის ქველიმიტით.

ონკოლოგია: ითვალისწინებს ონკოლოგიური დაავადებების (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10-ე გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული ნეოპლაზიური დაავადებების (COO-D48) (კეთილ და ავთვისებიანი სიმსივნეები)), მათი გართულებებისა და ამ დაავადებებთან დაკავშირებული ნებისმიერი გეგმიური თუ გადაუდებელი დიაგნოსტიკური, თერაპიული,  ქირურგიული და მედიკამენტური მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას. ონკოლოგიური შემთხვევების ანაზღაურება მოხდება გეგმიური ჰოსპიტალიზაციის ქველიმიტით.

დღის სტაციონარი: ითვალისწინებს სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ იმ სამკურნალო/დიაგნოსტიკური ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც დაზღვეულს გაეწევა ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

ამბულატორია: დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ ის სამკურნალო/დიაგნოსტიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც დაზღვეულს გაეწევა ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

გადაუდებელი ამბულატორია: დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული ის ამბულატორიული ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის გადავადების პირობებში გარდაუვალია დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, დაინვალიდება და/ან სიკვდილი.

გეგმიური ამბულატორია: სამედიცინო ჩვენებით, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული: ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები/ლაბორატორიუილ გამოკვლევები/ინსტრუმენტული გამოკვლევები (მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევები, როგორიც არის კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული კვლევა და ა.შ.).

ორსულობა: ითვალისწინებს, სამედიცინო ჩვენებით ჩატარებული, ორსულობასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურებების და მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას; ორსულობასთან დაკავშირებული მედიკამენტები ანაზღაურდება ორსულობის ლიმიტიდან ორსულობის პროცენტული დაფარვის შესაბამისად.

მშობიარობა: ითვალისწინებს ფიზიოლოგიურ ან გართულებულ მშობიარობასთან (სამედიცინო ჩვენებით საკეისრო კვეთის ჩათვლით) დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, გაუტკივარების, კვების, არასტანდარტული პალატის და ექიმის აყვანის ხარჯების ჩათვლით.

მედიკამენტები: ითვალისწინებს დაზღვეულისთვის „ირაოს“ ექიმის და/ან შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტის მიერ სამედიცინო ჩვენებით, ამბულატორიული მკურნალობის ჩატარების მიზნით დანიშნული მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას (ერთჯერადად ანაზღაურებას ექვემდებარება მკურნალობის მაქსიმუმ 1 თვიანი კურსი).

გადაუდებელი  სტომატოლოგია: კბილის მწვავე ტკივილის გაყუჩებას, რენტგენს/ვიზიოს, არხის გახსნა და კბილის ექსტრაქცია შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლების მქონე ნებისმიერ სტომატოლოგიურ დაწესებულებაში.

გეგმიური სტომატოლოგია: ითვალისწინებს სტომატოლოგის (თერაპევტის) კონსულტაციას, მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დასრულების შემდეგ გადაღებულ დენტოგრამა/ვიზიოს, კბილების დაბჟენას: კარიესის, პულპიტის, პერიოდონტიტის მკურნალობას, გეგმიურ ქირურგიულ მანიპულაციებს, კბილების ჰიგიენურ გაწმენდას დახურული კიურეტაჟი ულტრასტომით (“airflow” მეთოდით მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში); პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების მკურნალობას აპლიკაციური მეთოდით მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში.

სამოგზაურო დაზღვევა: ითვალისწინებს  დაზღვეული თანამშრომლის საზღვარგარეთ სამოგზაურო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას.

* დამატებითი ბენეფიტის სახით, ირაო გთავაზობთ დამატებით მომსახურებებს გამაჯანსაღებელ სპორტულ კომპლექსებში და სხვადასხვა ფასდაკლების ბარათებს.