სამოგზაურო დაზღვევა

ირაო  გთავაზობთ:      

 მოგზაურთა უბედური შემთხვევისგან და ავადმყოფობისგან დაზღვევას;

 მულტიპოლისს;

 პოლის მოგზაურს;

 ბარგის დაზღვევას.

 

 

რას ითვალისწინებს სამოგზაურო დაზღვევა?

საზღვარგარეთ ყოფნისას გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას (ფრანშიზის გამოკლებით):

- გადაუდებელი სტაციონალური მომსახურება

- გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება

- სასწრაფო სამედიცინო დახმარება

- გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება

- გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მომსახურებით დაშავებული/ავადმყოფი პირის ან გვამის რეპატრიაცია

 

სტანდარტული (ერთჯერადი პოლისი):

- განკუთვნილია საზღვარგარეთ მოკლევადიანი ვიზიტებისთვის;

- ამ შემთხვევაში თქვენ კონკრეტულად უთითებთ ქვეყნიდან გასვლის და დაბრუნების თარიღებს და დაზღვეული გაქვთ პოლისში მითითებული დღეები.

 

მულტიპოლისი:

- 6 თვის ან 1 წლის განმავლობაში სადაზღვევო პოლისით სარგებლობა თქვენთვის ხელსაყრელი დროის გადანაწილებით

 

- განკუთვნილია მათთვის, ვინც წლის განმავლობაში ხშირად მოგზაურობს დაშესაბამისად, ხშირად სჭირდება სამოგზაურო დაზღვევა.

 

- შესაძლებელია სამოგზაურო დღეების რაოდენობის წინასწარ შეძენა და ერთ პოლისში დაფიქსირება, რომ ყოველ ჯერზე აღარ მოხდეს პოლისის გამოწერა.

 

პოლისი მოგზაური:

- განკუთვნილია მათთვის, ვინც ხშირად და მოკლევადიანი ვიზიტებით მოგზაურობს და შესაბამისად სჭირდება სამოგზაურო დაზღვევა.

- შესაძლებელია სამოგზაურო დღეების ულიმიტოდ შეძენა და ერთ პოლისში დაფიქსირება. ასეთ შემთხვევაში დაზღვევა გავრცელდება დაზღვეულის მიერ საზღვრის გადაკვეთიდან მოგზაურობის პირველი 15 დღის განმავლობაში.

 

 

ბარგის დაზღვევა:

- ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას  ბარგის დაკარგვის შემთხვევაში.

- ავიაკომპანიის მიერ ბარგის დაკარგვის შემთხვევაში ზარალის 2 დღეში ანაზღაურებას.

- ბარგის წონის 1 კილოგრამზე გათვალისწინებულია 25 $ ანაზღაურება, ფრანშიზის გამოკლებით

 

 

როგორ მივიღოთ სამედიცინო მომსახურეობა სადაზღვევო შემთხვევის დროს?

- შემთხვევიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში რეკავთ ირაო ასისტანსის ნომერზე (+99532) 2 949 949 ან საერთაშორისო ასისტანსის - „CorisUkraine” ნომერზე (+380 44) 239 88 00

- ტელეფონით დაკავშირებისას ასისტანს საცნობებთ სამოგზაურო პოლისის ნომერს, დაზღვეულის სახელსა და გვარს, მისამართს და შესაძლო სადაზღვევო შემთხვევის დეტალებს.

 

როგორ მოვიქცეთ ბარგის დაკარგვის შემთხვევაში?

- არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში შეატყობინეთ ავიაკომპანიას ბარგის დაკარგვის შესახებ და გამოართვით ამ შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

- ავიაკომპანიის მიერ ოფიციალურად დადასტურებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში გვაწვდით განაცხადს ანაზღაურების მიღებაზე და წარმოადგენთ შემთხვევასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციასა და დოკუმენტაციას;

- სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

 

საერთო სადაზღვევო ლიმიტი

50 000 (USD/EUR)

მომსახურების სახე

ლიმიტი

გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება

50 000 (USD/EUR)

გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება

1 500 (USD/EUR)

გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება

1 000 (USD/EUR)

გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მომსახურება

1 000 (USD/EUR)

დაშავებული/ავადმყოფი პირის ან გვამის რეპატრიაცია

5 000 (USD/EUR)

სასწრაფო სამედიცინო დახმარება

200 (USD/EUR)

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სამოგზაურო დაზღვევის პირობები.