ქონების დაზღვევა

 

წარმოდგენილი ქონების დაზღვევის პირობები, რომელიც შემუშავდა დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო-ს მიერ, სრულ შესაბამისობაშია მსოფლიოს წამყვანი სადაზღვევო კომპანიების  ქონების დაზღვევის პირობებთან.

დაზღვევას ექვემდებარება და შესაბამისად დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს კანონიერ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ქონება:

შენობა-ნაგებობები;

ცალკეული ფართი შენობაში;

კაბინეტები და ოფისები;

საამქროს ლაბორატორიები;

საწყობები და საცავები;

მოწყობილობები/საკომუნიკაციო საშუალებები;

სისტემები;

საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების მექანიზმები;

პროდუქცია/საქონელი/მარაგები;

მანქანა-დანადგარები;

აპარატები;

ჩარხები;

ავეჯი/ინვენტარი;

ორგტექნიკა;

საყოფაცხოვრებო ელექტრო-მოწყობილობები;

ფიქსირებული მინები;

დაზღვევის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დამზღვევის კანონიერ საკუთრებაში ან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ქონების დაზღვევა, პოლისში მითითებული რისკებისგან.

სადაზღვევო რისკები:

ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, მფრინავი ობიექტების ან მათი ნაწილების დაცემა;

შტორმი, გრიგალი, ქარიშხალი, წყალდიდობა, სეტყვა, გრუნტის დაჯდომა, მეწყერი, ზვავი, თოვლის ჩამოშლა;

წყალგაყვანილობის სისტემიდან გამონადენი წყლით დაზიანება, წყლის ან ნავთობის ამოხეთქვა ან გამოჟონვა ტანკერებიდან ან მილებიდან.

მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება,  ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა,

სატრანსპორტო საშუალებათა შეჯახება, ფიქსირებული მინის დაზიანება.

მიწისძვრა და მიწისქვეშა ცეცხლის მოქმედება

სადაზღვევო ტარიფი –   0,3%

ფრანშიზა - თითოეული ობიექტისათვის დგინდება ინდივიდუალური მიდგომით;

დაზღვევის არეალი:  საქართველო.

დაწვრილებით ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ირაო-ს ცხელ ხაზზე: 2 949 949